ბავშვის გაჩენამდე მეგონა, რომ ყველაფრის დამახსოვრებას თავადაც მოვახერხებდი.
მერე დაიწყო ღამის კვებები, გამოუძინებლობა, ექიმის ვიზიტები, საფენების გამოცვლა და დღეები ერთმანეთში აირია.
სწორედ მაშინ მივხვდი, რომ პრობლემა ორგანიზებულობა კი არა, უბრალოდ გადაღლილობა იყო.
რამდენიმე სწორად შერჩეულმა აპლიკაციამ ეს პერიოდი მნიშვნელოვნად გამიმარტივა. დედობის რეჟიმს სანამ ალღო ავუღე, ყველაფრის დასამახსოვრებლად აპლიკაციას ვიყენებდი. როდის ჭამა ბავშვმა, როდის დაიძინა, როდის მივეცი წამალი ან დღეში რამდენი სველი საფენი ჰქონდა.
თუ შენც გინდა, შენი ტვინი მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე იყოს კონცენტრირებული, ნამდვილად ღირს ეს აპლიკაციები გამოსცადო.
🤰 ორსულობის პროგრესის აპლიკაცია
ორსულობის აპლიკაცია ალბათ პირველი აპლიკაციაა, რომელსაც ბევრი მომავალი დედა იწერს.
ერთი შეხედვით შეიძლება უბრალოდ სახალისო აპლიკაციად მოგეჩვენოს, მაგრამ კარგ ორსულობის აპლიკაციაში გაცილებით მეტი რამ არის თავმოყრილი.
კვირიდან კვირამდე შეგიძლია ნახო ბავშვის განვითარება, შენი სხეულის მოსალოდნელი ცვლილებები, მნიშვნელოვანი ეტაპები და სასარგებლო რჩევები.
განსაკუთრებით პირველი ორსულობის დროს, ეს აპლიკაციები ხშირად იმ კითხვებზე პასუხის პოვნაშიც გეხმარება, რომელთა დასმაც ჯერ თავში არც კი მოგსვლია.
🏅 MomLab-ის რეკომენდაციები
🥇 Pregnancy+ - Philips Avent
🥈 Pregnancy App & Baby Tracker - Baby Center
🥉 The Bump
⏱️ მოვლითი ტკივილების ტაიმერი (Contraction Timer)
ეს აპლიკაცია ბოლო კვირებში და მშობიარობისას გჭირდება.
თუ გგონია რომ მშობიარობა გეწყება მარტივად შეგიძლია გადაამოწმო შენი მოვლითი ტკივილები ან მუცლის დაჭიმვა მართლაც რეგულარულია და ხშირდება, თუ უბრალოდ ბუნებრივი მშბიარობის წინა პერიოდის ბრექსტონ ჰიგსის შეკუმშვები გაქვს.
გარდა ამისა უკვე სამშობიაროში პირადად მე ექიმი პერიოდულად მეკითხებოდა, რამდენად ხშირად მქონდა მოვლითი ტკივილები და რა ხანგრძლივობის იყო.
ამ კითხვებზე ზუსტი პასუხის გაცემა ყოველთვის მარტივი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტკივილზე ხარ კონცენტრირებული.
სწორედ ამიტომ, მოვლითი ტკივილების ტაიმერი ძალიან დამეხმარა.
🏅 MomLab-ის რეკომენდაციები
🥇 Contraction Timer & Counter (Neiman-ის)
🥈 Pregnancy+
🥉 Contraction Timer & Counter (Wachanga-სი)
👶 ბავშვის მოვლის აპლიკაცია (Baby Tracker)
თუ მხოლოდ ერთი აპლიკაციის არჩევა მომიწევდა, დიდი ალბათობით სწორედ ბავშვის მოვლის აპლიკაციას ავირჩევდი.
პირველ კვირებში ბავშვის კვებები, ძილი, საფენების გამოცვლა, მედიკამენტები, სიცხის გაზომვები, აცრები და ექიმის ვიზიტები იმდენად ხშირია, რომ ყველაფრის დამახსოვრება რეალურად რთულია.
გადაღლილობის ფონზე ძალიან მარტივია რამე გამოგეპაროს, აგერიოს, დაგავიწყდეს.
დიდი შვებაა როცა ყველაფრის დამახსოვრება არ გიწევს. მე პირადად იმდენად გადაღლილი და დაბნეული ვიყავი, ღამე რომ მეღვიძებოდა ვერც კი ვხვდებოდი სად ვიყავი, რომელი საათი იყო...
აპლიკაციაში ერთი ჩახედვა მაბრუნებდა რელსებზე.
🤒 ავადმყოფობის დროს
ავადმყოფობის დროს კი ზუსტად ვიცოდი:
• როდის მივეცი ბოლო დოზა;
• რამდენი დრო იყო გასული;
• როდის გავუზომე სიცხე;
• როგორ იცვლებოდა ტემპერატურა დღის განმავლობაში.
🍼 კვებებისთვის
თუ ძუძუთი კვებავ ან ბოთლით, ასეთი აპლიკაცია ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტია.
განსაკუთრებით პირველ თვეებში, როცა კვებებს შორის ინტერვალები ჯერ კიდევ არარეგულარულია.
შეგიძლია ჩაინიშნო:
• კვების დრო;
• ხანგრძლივობა;
• რომელი მკერდიდან იკვება ბავშვი;
• გამოწველის სესიები;
• ბოთლით ან ფორმულით მიღებული რაოდენობა.
ხშირად ბევრად უფრო რთულია გაიხსენო ბოლოს როდის ჭამა ბავშვმა, ვიდრე გვგონია.
🏅 MomLab-ის რეკომენდაციები
🥇 Baby+ Philips Avent-ის
🥈 Huckleberry
🥉 Baby Tracker - Chubby Solutions-ის
🌙 თეთრი ხმაურის აპლიკაცია (White Noise)
სანამ ბავშვი მეყოლებოდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს White Noise-ს, Pink Noise-სა და Brown Noise-ს ერთმანეთს შევადარებდი.
თუმცა როცა საქმე ბავშვის ძილს ეხება, უცნაური რაღაცებიც სრულიად ნორმალურად გეჩვენება.
თეთრი ხმაური ბევრ ბავშვს დამშვიდებასა და დაძინებაში ეხმარება.
ის განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როცა სახლში ან გარეთ ისეთი ხმაურია, რომელმაც შესაძლოა ბავშვს ძილი დაუფრთხოს.
თეთრი ხმაური ასეთ ხმებს ნაწილობრივ ფარავს და უფრო სტაბილურ საძილე გარემოს ქმნის.
ყველა ბავშვს არ მოსწონს, მაგრამ თუ თქვენს პატარას მოერგო, შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად ინსტრუმენტად იქცეს.
💡 ექსპერიმენტი ჩაატარე არა მხოლოდ White Noise-ით, არამედ Brown Noise-ითაც. ბევრი მშობელი სწორედ მას ამჯობინებს, რადგან უფრო რბილი და ნაკლებად "შიშინა" ჟღერადობა აქვს.
🏅 MomLab-ის რეკომენდაციები
🥇 Oto
🥈 White Noise Baby
🥉 Sound Sleeper
🥕 მყარი საკვების დაწყება
თუ ბავშვის კვების დაწყებას Baby-Led Weaning-ის (BLW) მეთოდით გეგმავ, ეს აპლიკაციები ძალიან გამოგადგება.
პირველ თვეებში თითქმის ყველას უჩნდება მსგავსი კითხვები:
• შეიძლება თუ არა ეს პროდუქტი?
• რა ასაკიდან შეიძლება?
• როგორ უნდა დავჭრა უსაფრთხოდ?
• როგორ შევთავაზო ისე, რომ ბავშვმა შეძლოს ხელში დაჭერა?
სწორედ აქ მეხმარებოდა მსგავსი აპლიკაციები ყველაზე მეტად.
🏅 MomLab-ის რეკომენდაციები
🥇 Solid Starts
🥈 BLW Meals
🥉 Baby Led Kitchen
Solid Starts განსაკუთრებით გამოსადეგია, რადგან თითქმის ნებისმიერი საკვების მოძებნა შეგიძლია და გაჩვენებს, რა ასაკიდან და რა ფორმით არის მისი შეთავაზება რეკომენდებული.
🎨 თამაშებისა და აქტივობების იდეები
ბავშვის ზრდასთან ერთად ერთ მომენტში აღმოაჩენ, რომ სათამაშოები ყოველშტვის ვერ გეხმარება ბავშვის გართობაში.
ზოგჯერ უბრალოდ გჭირდება შთაგონება.
რა ვითამაშოთ დღეს?
როგორ დავაკავო?
რა აქტივობა შეესაბამება მის ასაკს?
სწორედ აქ მეხმარებოდა მსგავსი აპლიკაციები.
🏅 MomLab-ის რეკომენდაციები
🥇 Inspired Minds
🥈 BabySparks
🥉 Kinedu
ეს აპლიკაციები ასაკის მიხედვით გთავაზობენ თამაშებს, აქტივობებსა და განვითარების იდეებს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როცა შთაგონება დროებით გაქრა.
❤️ მთავარი, რაც უნდა გახსოვდეს
ჩვენ მშობლები აპლიკაციების გარეშეც მშვენივრად გვზრდიდნენ, მაგრამ თუ რამდენიმე აპლიკაციას შეუძლია ცხოვრება გაგიმარტივოს და ცოტახნით შენს გარეშემო არსებული ქაოსი ცოტათი მაინც დაარეგულიროს, რატომაც არა, მოსინჯე.
