ბავშვის დაბადებამდე უამრავი საყიდელი და მოსამზადებელი საქმე გროვდება.

ამ ჩექლისტის მიზანია დაგეხმაროს, მნიშვნელოვანი არაფერი გამოგრჩეს.

გახსოვდეს, რომ ყველა ნივთი ყველა ოჯახისთვის აუცილებელი არ არის. მონიშნე მხოლოდ ის, რაც შენს საჭიროებებს შეესაბამება.

🛏️ ძილი და ბავშვის ოთახი

☐ საწოლი, საწოლ-მანეჟი ან კალათა (რასაც აარჩევ)

☐ მყარი ლეიბი

☐ ლეიბის წყალგაუმტარი დამცავი

☐ ზეწრები (სასურველია რეზინიანი, სიმარტივისთვის)

☐ საძილე ტომარა

☐ გამოსაცვლელი მაგიდა ან გამოსაცვლელი ზედაპირი

☐ გამოსაცვლელი ზედაპირის წყალგაუმტარი საფარი

☐ ბავშვის მონიტორი

☐ ღამის სანათი

☐ თეთრი ხმაურის აპარატი

☐ დამატენიანებელი (თუ საჭიროა)

💡 MomLab-ის რჩევა - უსაფრთხო ძილისთვის ბავშვს სჭირდება მყარი ლეიბი და ცარიელი საწოლი — ბალიშების, პლედების, სათამაშოებისა და ბამპერების გარეშე.


🚗 გადაადგილება

☐ ახალშობილის მანქანის სავარძელი

☐ ეტლი

☐ ეტლის გოლდოლა (თუ გამოიყენებ)

☐ ბავშვის ჩანთა

☐ ბავშვის სატარებელი "კენგურუ" ან სლინგი

☐ წვიმის საფარი

☐ მწერების ბადე

☐ მანქანის სარკე

☐ მზის დამცავი ფარდები

💡 MomLab-ის რჩევა - მანქანის სავარძელი ერთადერთი უსაფრთხო საშუალებაა ახალშობილის მანქანით გადასაყვანად.


👕ტანსაცმელი

☐ ყოველდღიური ტანსაცმელი

☐ საძილე ტომრები

☐ წინდები

☐ ქუდები

☐ ხელთათმანები

☐ წინსაფრები

☐ სახვევები (Swaddle/სვადლი)

☐ თხელი გადასაფარებლები

☐ თბილი მოსაცმელი სეზონის მიხედვით

 


🍼 ძუძუთი და ბოთლით კვება

☐ საწველი (თუ გეგმავ)

☐ ძუძუთი კვების ბალიში

☐ მეძუძურის ბიუსტჰალტერები

☐ მკერდის საფენები

☐ ძუძუს თავების მალამო

☐ აირჩიე ძუძუს თავების დაცვის დამატებითი საშუალება

      ⬜ ვერცხლის ჭიქები

      ⬜ დინდგილის კაკლები

      ⬜ ჰიდროგელის საფენები

☐ საწველის თავაკის შესაბამისი ზომა

☐ რძის შესანახი პაკეტები

☐ ბოთლები

☐ ბოთლების თავები

☐ ბოთლების ჯაგრისი

☐ ბოთლების საშრობი

☐ სტერილიზატორი

☐ ფორმულა (თუ გეგმავ ან სათადარიგოდ)

☐ ლაქტაციის დანამატები (თუ გეგმავ)

☐ ფორმულის აპარატი

☐ ბოთლის გამაცხელებელი

💡 MomLab-ის რჩევა - ძუძუს თავების მალამოს შეძენას თითქმის ყველა დედას ვურჩევდით. გამოგადგებათ როგორც ძუძუს თავების დაცვისთვის ისე საწველის გამოყენებისას ლუბრიკაციისთვის. 


🛁 აბაზანა და მოვლა

☐ ბავშვის აბაზანა

☐ აბაზანის თერმომეტრი

☐ კაპიუშონიანი პირსახოცები

☐ პატარა პირსახოცები

☐ ბავშვის დასაბანი საშუალება

☐ ბავშვის დამატენიანებელი

☐ სავარცხელი და ჯაგრისი

☐ ფრჩხილების მოვლის ნაკრები


👶 საფენები

☐ ახალშობილის საფენები

☐ სველი ხელსახოცები

☐ საფენქვეშა კრემი

☐ საფენების ორგანიზატორი (Diaper Caddy)


❤️ დედისთვის

☐ ზრდასრულთა ერთჯერადი საცვალი

☐ დიდი ზომის საფენები

☐ პერი ბოთლი

☐ ერთჯერადი ყინულის საფენები

☐ მეძუძურის ბიუსტჰალტერი

☐ ძუძუს თავების მალამო

☐ მკერდის საფენები

☐ კომფორტული ღამის პერანგი

☐ ხალათი

☐ გრძელი ტელეფონის დამტენი

☐ ჰიგიენის ნივთები

💡 სამშობიაროში წასაღები ნივთების სრული სია იხილე აქ 👉 სამშობიარო ჩანთა - რა დაგჭირდება?.


🩺 ბავშვის ჯანმრთელობა

☐ თერმომეტრი

☐ სიცხის დამწევი სანთლები და სიროფი

☐ ცხვირის ასპირატორი

☐ ფიზიოლოგიური ხსნარი

☐ ნებულაიზერი / ინჰალატორი

☐ გაზის გამყვანი მილები

☐ სუდოკრემი

💡 ბავშვის აფთიაქის სრული ჩამონათვალი იხილე ბავშვის პირველი აფთიაქი - რა უნდა გქონდეს სახლში?.


✅ ბავშვის დაბადებამდე აუცილებლად გააკეთე

☐ აირჩიე პედიატრი

☐ მანქანის სავარძელი სწორად დაამონტაჟე

☐ მოამზადე სამშობიარო ჩანთა

☐ თუ საწველის გამოყენებას გეგმავ, წინასწარ ააწყვე და გაეცანი მის გამოყენებას

☐ შეამოწმე საწველის თავაკის ზომა (თუ გამოწველას გეგმავ)

☐ თუ ჭიპლარის სისხლის შენახვას გეგმავ, ყველაფერი წინასწარ მოაწესრიგე

☐ გადაწყვიტე ბავშვის კვების გეგმა

☐ გარეცხე ბავშვის ტანსაცმელი

☐ მოამზადე ბავშვის საძილე ადგილი