საქართველოში დედების უმეტესობა სამშობიაროში 48–72 საათს ატარებს.

ეს სია სწორედ ამ პერიოდისთვის შევადგინეთ — არა იმისთვის, რომ ყველაფერი აუცილებლად წაიღო, არამედ იმისთვის, რომ საჭირო დროს მნიშვნელოვანი არაფერი დაგრჩეს.


👩 დედის სამშობიარო ჩანთა

📄 დოკუმენტები

☐ დედის პირადობის მოწმობა

☐ მამის პირადობის მოწმობა

☐ ორსულობის სამედიცინო დოკუმენტები და ანალიზები

☐ დაზღვევის ინფორმაცია

☐ მშობიარობის გეგმა (თუ გაქვს)

☐ ქორწინების მოწმობა

☐ მნიშვნელოვანი ტელეფონის ნომრები

☐ სისხლის ჯგუფის ინფორმაცია

☐ საფულე

☐ საქაღალდე საბუთებისთვის

💡 MomLab-ის რჩევა

თუ ჭიპლარის სისხლის შენახვას გეგმავ, ეს აუცილებლად წინასწარ აცნობე შენს ექიმს და სამშობიაროს.

ასევე წინასწარ გადაამოწმე, როგორ ხდება სინჯის გადაცემა შენს მიერ არჩეულ ჭიპლარის სისხლის ბანკთან — ზოგ შემთხვევაში მშობიარობის შემდეგ წარმომადგენელთან დროული დაკავშირებაც დაგჭირდება.


👚 ტანსაცმელი

☐ ანტითრომბული წინდები (თუ სამშობიარო არ მოგცემს)

☐ ორი კომფორტული ღამის პერანგი

☐ ხალათი

☐ 2–3 მეძუძურის ბიუსტჰალტერი

☐ ჩვეულებრივი საცვლები

☐ ერთჯერადი საცვლები

☐ წინდები

☐ ოთახის ჩუსტები

☐ აბაზანის ჩუსტები

☐ კომფორტული ტანსაცმელი გაწერის დღისთვის


🚿 ჰიგიენა და აღდგენა

☐ კბილის ჯაგრისი

☐ კბილის პასტა

☐ სახის საპონი

☐ შამპუნი

☐ კონდიციონერი

☐ დუშგელი

☐ დეოდორანტი

☐ სავარცხელი

☐ თმის სამაგრები (2–3)

☐ ტუჩის ბალმი

☐ დამატენიანებელი კრემი

☐ ფენი (თუ სამშობიაროში არ არის)

☐ სახის პირსახოცი (თუ სამშობიაროში არ არის)

☐ ტანის პირსახოცი (თუ სამშობიაროში არ არის)

☐ კოსმეტიკა (სურვილისამებრ)

☐ პერი ბოთლი

☐ დიდი ზომის ჰიგიენური საფენები

☐ ზრდასრულთა (მწოლიარეს) ერთჯერადი საცვალი

☐ ერთჯერადი გამაგრილებელი (ყინულის) საფენები

☐ Tucks-ის საფენები

☐ Dermoplast სპრეი


🤱 ძუძუთი კვება

☐ ძუძუს თავების დამცავი მალამო

☐ ვერცხლის ჭიქები (თუ იყენებ)

☐ მალამინოს კაკლები (თუ იყენებ)

☐ ჰიდროგელის საფენები (თუ იყენებ)

☐ მკერდის საფენები

☐ საწველი

☐ ძუძუთი კვების ბალიში (სურვილისამებრ)


🥨 წყალი და სასუსნავები

☐ წყლის დიდი ბოთლი

☐ მსუბუქი სასუსნავები

☐ საღეჭი რეზინი


💊 მედიკამენტები

☐ ყოველდღიური მედიკამენტები

☐ სისხლის გამათხელებლები (თუ იყენებ)

☐ განავლის დამარბილებელი

☐ ჰემოროიდის წამლები (ლაქტაციასთან თავსებადი)


📱 კომფორტი

☐ ტელეფონი

☐ გრძელი დამტენი

☐ პორტატული დამტენი

☐ ყურსასმენები

☐ სელფის ჯოხი (სურვილისამებრ)

☐ თეთრი ხმაურის აპარატი

☐ პორტატული ვენტილატორი (სურვილისამებრ)


👶 ბავშვის სამშობიარო ჩანთა

☐ 2–4 ბოდე

☐ 2–4 მთლიანი რომპერი

☐ წინდები

☐ ქუდი

☐ ხელთათმანები

☐ თბილი მოსაცმელი სეზონის მიხედვით

☐ გამოსაყვანი ტანისამოსი

☐ სამახსოვრო ფოტოების აქსესუარები (თუ გაქვს)


🧷 ჰიგიენა

☐ ახალშობილის საფენები

☐ სველი ხელსახოცები

☐ მშრალი ხელსახოცები

☐ საფენქვეშა მალამო

☐ მუსლინის ტილოები


🍼 კვება

☐ საწოვარა (თუ გამოყენებას გეგმავ)

☐ ფორმულა

☐ ბოთლი

💡 MomLab-ის რჩევა

თუ ფორმულით კვებას გეგმავ, წინასწარ გადაამოწმე, რას უზრუნველყოფს სამშობიარო.

თუ უკვე გადაწყვიტე, საჭიროების შემთხვევაში რომელი ფორმულით გინდა ბავშვის კვება, გირჩევ, თანაც იქონიო, რათა დაბადების შემდეგ სხვადასხვა ფორმულის მონაცვლეობა არ დაგჭირდეს.


🚗 გაწერის დღე

☐ სწორად დამონტაჟებული ბავშვის მანქანის სავარძელი

💡 MomLab-ის რჩევა

მანქანით მგზავრობისას ახალშობილისთვის ერთადერთი უსაფრთხო საშუალება სწორად დამონტაჟებული მანქანის სავარძელია.

არასოდეს გადაიყვანო ახალშობილი მოსეს კალათით, ეტლით, ხელში აყვანილი ან ნებისმიერი სხვა საშუალებით.


👨 პარტნიორის ჩანთა

ეს ნაწილი ხშირად ავიწყდებათ, თუმცა პარტნიორიც, როგორც წესი, 24–48 საათს შენთან ატარებს.

☐ ტელეფონის დამტენი

☐ გამოსაცვლელი მაისური

☐ თბილი ზედა

☐ წყლის ბოთლი

☐ სასუსნავები

☐ ნაღდი ფული

☐ პირადი ჰიგიენის ნივთები


⭐ რაც პირადად მე აუცილებლად წავიღებდი

☑ ზრდასრულთა ერთჯერადი საცვალი

☑ ერთჯერადი ყინულის საფენები

☑ პერი ბოთლი

☑ ძუძუს თავების მალამო

☑ გრძელი ტელეფონის დამტენი

☑ ბევრი სასუსნავი

☑ სწორად დამონტაჟებული მანქანის სავარძელი — ბავშვს მანქანით არასოდეს წავიყვანდი მის გარეშე.


📑 საბუთები და ინფორმაცია, რაც მშობიარობის შემდეგ დაგჭირდება

☐ ბავშვის დაბადების მოწმობის ასაღებად საჭირო ინფორმაცია (გამოკითხე სამშობიაროს)

☐ დეკრეტული შვებულების დოკუმენტები (თუ დასაქმებული ხარ)

☐ ბავშვის დაზღვევის დამატების პროცედურა (თუ გეგმავ)

☐ ბავშვის პედიატრის საკონტაქტო ინფორმაცია

☐ პირველი პედიატრის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია