⚠️ სანამ დავიწყებთ

ამ სტატიაში ნახსენები მედიკამენტები და პროდუქტები მოცემულია მხოლოდ მაგალითის სახით და არ უნდა ჩაითვალოს სამედიცინო რეკომენდაციად.

ყველა მედიკამენტის გამოყენება და დოზირება უნდა შეთანხმდეს პედიატრთან და შეირჩეს ბავშვის ასაკის, წონისა და ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით.

MomLab-ის მიზანია დაგეხმაროს მომზადებაში, მაგრამ მკურნალობის გადაწყვეტილებები ყოველთვის ექიმთან ერთად უნდა მიიღებოდეს.


ბავშვი უეცრად ხდება ავად, უეცრად ეცემა, უეცრად უჩნდება გამონაყარი ან უეცრად აძლევს ალერგიას.

ყველაფრისთვის ვერ მოემზადები, მაგრამ ყველაზე ხშირი პრობლემებისთვის მზადყოფნა მაინც კარგი იდეაა წინდახედული მშობლისთვის.


🤒 სიცხე და ტკივილი

✅ თერმომეტრი (MomLab-ის რეკომენდაცია: ხარისხიანი ყურის თერმომეტრი. 👉 წაიკითხე მეტი)

✅ თერმომეტრის დამცავი თავაკები (თუ ამგვარს საჭიროებს)

✅ პარაცეტამოლის შემცველი სიცხის დამწევი სიროფი (მაგ. პანადოლი)

✅ იბუპროფენის შემცველი სიცხის დამწევი სიროფი (მაგ. ნუროფენი)

✅ პარაცეტამოლის შემცველი სიცხის დამწევი სანთელი — თუ ბავშვი ორალურად წამალს ვერ იღებს ასაკის ან ავადობის გამო (მაგ. ეფერალგანი)

✅ წამლის დოზატორი შპრიცი

✅ გამაგრილებელი დასაკრობები (აცრის შემდეგ)

💡 ბევრი ოჯახი ორივე ტიპის სიცხის დამწევს ინახავს სახლში, რადგან ისინი განსხვავებულ მოქმედ ნივთიერებებს შეიცავს და საჭიროების შემთხვევაში მონაცვლეობით გამოიყენება.


👃👂🫁 ყელ-ყურ-ცხვირი და სუნთქვა

✅ ფიზიოლოგიური ხსნარი ცხვირისთვის — შესასხურებელი ან შედარებით პატარა ბავშვისთვის უმჯობესია წვეთები

✅ ცხვირის ასპირატორი

✅ ასპირატორის სათადარიგო ფილტრები (თუ ამგვარს საჭიროებს)

✅ ნებულაიზერი / ინჰალატორი

✅ ფიზიოლოგიური ხსნარის ამპულები ინჰალატორისთვის

✅ ყურის წვეთები (მაგ. ოტიპაქსი)

💡 ნებულაიზერსაც და ასპირატორსაც მაქსიმალურად ადრე მიაჩვიეთ მაშინ, როცა ავად არაა.

💡 შეუმჩნევლად ცხვირში წამლის ჩასაწვეთებლად, ხელში შეათბეთ წამალი და ძილში ჩააწვეთეთ.

💡 თუ ბავშვი უჩვეულოდ ტირის, ხშირად ეხება ყურს ან ცუდად სძინავს, ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ყურის ტკივილი შეიძლება იყოს. ყურზე თითის მსუბუქად მიჭერა ხშრიად (მაგრამ არა ყოველთვის) ყურის ტკივილის შემოწმების მეთოდია


💨 გაზები და მუცლის დისკომფორტი

✅ გაზის გამყვანები (მაგ. Frida Baby Windi)

✅ გაზების საწინააღმდეგო წვეთები

✅ პრობიოტიკი

💡 ზოგი ბავშვისთვის ეს ნივთები საერთოდ არ დაგჭირდება, ზოგი კი მათ პირველ თვეებში ყოველდღიურად იყენებს.


💧 დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება)

✅ ორალური რეჰიდრატაციის ხსნარი, ელექტროლიტები (მაგ. ნეო პეკეს Suero+)

💡 გამოიყენება მაშინ, როცა ბავშვი მაღალი სიცხის, ფაღარათის, ღებინების ან ავადმყოფობის გამო საკმარის სითხეს ვერ იღებს და დეჰიდრატაციის რისკი იზრდება.

💡 ავადმყოფობის დროს ყურადღება მიაქციე სველი საფენების რაოდენობას — მათი შემცირება დეჰიდრატაციის ერთ-ერთი ნიშანი შეიძლება იყოს.


🩹 კანი და მცირე დაზიანებები

✅ თუთიის ოქსიდის შემცველი კრემი საფენის გამონაყარისა და კანის გაღიზიანებისთვის (მაგ. სუდოკრემი)

✅ სტერილური მარლა

✅ ბამბის დისკები

✅ ბეტადინი

✅ ანტიბიოტიკური კრემი ფრჩხილის კუთხის გაღიზიანებისთვის (მაგ. მუპობელი 2%)

✅ არნიკას 10%-იანი გელი — სილურჯეებისთვის

✅ მზისგან დამცავი კრემი (ასაკის მიხედვით)

💡 ეს კატეგორია შეიძლება პირველ თვეებში იშვიათად დაგჭირდეს, მაგრამ რაც უფრო მოძრავი ხდება ბავშვი, მით უფრო ხშირად აღმოჩნდება გამოყენებაში.

💡 ფრჩხილების დაჭრისას არ დააჭრათ ბავშვს კუთხეები. მოაჭერით მხოლოდ ჰორიზონტალურად.


🌼 ალერგიები და გადაუდებელი შემთხვევები

✅ ანტიჰისტამინური გელი ან ქავილის შესამსუბუქებელი მალამო (მაგ. ფენისტილი)

✅ ანტიალერგიული სიროფი (მაგ. დესლორატადინი ან პარლაზინი)

✅ დექსამეტაზონის ამპულები

⚠️ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

💡 მყარი საკვების დაწყების პერიოდში ბევრი მშობელი პირველად აწყდება ალერგენებს, ამიტომ სასარგებლოა წინასწარ იცოდე, რას გირჩევს შენი პედიატრი ალერგიული რეაქციის შემთხვევაში.


📄 მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ყოველთვის გქონდეს მარტივად ხელმისაწვდომ ადგილას მომზადებული:

✅ ბავშვის სისხლის ჯგუფი

✅ ბავშვის მიმდინარე წონა

✅ ალერგიები (თუ ცნობილია)

✅ დოზირების ინსტრუქციები

✅ გადაუდებელი და სასწრაფოს ნომრები

✅ სასურველი კლინიკა / საავადმყოფო

💡 ფორსმაჟორის დროს წინასწარ შედგენილი გეგმა ხშირად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად აფთიაქი.


⚠️ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ

ამ სტატიაში ნახსენები მედიკამენტები და ბრენდები მოცემულია მხოლოდ მაგალითის სახით. ყველა მედიკამენტს აქვს კონკრეტული ასაკობრივი შეზღუდვები, დოზირება და გამოყენების წესები.

გამოიყენე ეს სია როგორც მოსამზადებელი გზამკვლევი და ყველა მედიკამენტი წინასწარ გადაამოწმე და შეათანხმე შენს პედიატრთან.