უფასო მიწოდება ₾100-ზე ზემოთ · მიწოდება საქართველოს მასშტაბით
მხარდაჭერა

ჩვენ აქ ვართ შენს დასახმარებლად

დედობას ისედაც ბევრი კითხვა ახლავს. დახმარების მიღება მარტივი უნდა იყოს.

ავტომომოპასუხის გარეშე — მხოლოდ რეალური მხარდაჭერა
დახმარება არჩევანში

არ ხარ დარწმუნებული, საიდან დაიწყო?

ეს სრულიად ნორმალურია. ბევრი დედა მოგვმართავს ისე, რომ ზუსტად არ იცის რა სჭირდება. გვითხარი, რა ეტაპზე ხარ ახლა — დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.

დახმარების ცენტრი

ყველაზე ხშირი კითხვები

რამდენ ხანი ჭირდება მიწოდება? მიწოდების დრო დამოკიდებულია შენს მდებარეობაზე და ნაჩვენებია შეკვეთის განთავსებისას. ჩვენ ვაგზავნით მთელს საქართველოში. თუ შეკვეთა სასწრაფოა, მოგვწერე — გულწრფელად გეტყვით, რისი გაკეთება შეგვიძლია. See full answer →
შემიძლია შეკვეთის შეცვლა ან გაუქმება? თუ შენი შეკვეთა ჯერ არ გამოგზავნილა, მაშინ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დაგეხმაროთ. რაც უფრო ადრე დაგვიკავშირდები და მოგვაწოდებ შენს შეკვეთის ნომერს მით უკეთესი. See full answer →
როგორია ნივთის დაბრუნების პირობები? ჩვენ უკან მივიღებთ მხოლოდ გაუხსნელ, გამოუყენებელ ნივთებს, მითითებულ ვადაში. ზოგი პროდუქტი ჰიგიენის მიზეზების გამო დაბრუნებას არ ექვემდებარება. See full answer →
ყველა შეკითხვა

ყველაფერი, რაც უნდა იცოდე.

შეკვეთები და მიწოდება

შეკვეთებს მაქსიმალურად სწრაფად ვამზადებთ და ვაგზავნით. მიწოდების დრო დამოკიდებულია შენს მდებარეობაზე და შეკვეთის გაფორმებისას გამოგიჩნდება. შეკვეთებს ვაწვდით მთელი საქართველოს მასშტაბით.

თუ შეკვეთა კონკრეტული თარიღისთვის გჭირდება — საჩუქრისთვის, მოგზაურობისთვის ან სამშობიაროს ჩანთისთვის — მოგვწერე. გულწრფელად გეტყვით, რისი გაკეთება შეგვიძლია.

თუ შეკვეთა ჯერ არ გაგვიგზავნია, ყველაფერს გავაკეთებთ შენს დასახმარებლად. რაც შეიძლება მალე დაგვიკავშირდი, მოგვწერე შეკვეთის ნომერი და ვნახავთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ.

დაბრუნება და გაცვლა

ვიღებთ გაცვლის მოთხოვნებს გამოუყენებელ და გაუხსნელ პროდუქტებზე, თუ მოთხოვნა დადასტურებული მიწოდებიდან 3 დღის განმავლობაშია გამოგზავნილი. დამტკიცებული მოთხოვნის შემთხვევაში გაცვლა ხდება იმავე ან ექვივალენტურ პროდუქტზე.

თუ მოთხოვნილი პროდუქტი დამუშავების დროს აღარ არის მარაგში, თანხა სრულად დაგიბრუნდება.

ჰიგიენისა და უსაფრთხოების მიზეზების გამო, გახსნილი პირადი მოვლის პროდუქტები და რძის საწველები გახსნის შემდეგ გაცვლას არ ექვემდებარება.

პირობების სრული ჩამონათვალი იხილე დაბრუნებისა და გაცვლის გვერდზე. მზად ხარ მოთხოვნის გასაგზავნად? შეავსე გაცვლის მოთხოვნის ფორმა.

ასე არ უნდა ხდებოდეს. თუ შეკვეთა დაზიანებული, წუნიანი ან არასწორია, შეგიძლია მოითხოვო გაცვლა — ან თანხის სრულად დაბრუნება, თუ შესაბამისი პროდუქტი მარაგში აღარ არის.

გადაიღე პროდუქტისა და შეფუთვის ფოტოები აღმოჩენისთანავე და გამოგზავნე მოთხოვნა მიწოდებიდან 3 დღის განმავლობაში.

ასეთ შემთხვევებს პრიორიტეტულად განვიხილავთ და დაბრუნების ყველა ხარჯს MomLab ფარავს.

→ გააგზავნე გაცვლის მოთხოვნა

პროდუქტები და უსაფრთხოება

დიახ. ყოველთვის.

ვთანამშრომლობთ სანდო ბრენდებთან და გადამოწმებულ მომწოდებლებთან. თითოეული პროდუქტი გააზრებულად არის შერჩეული — არა ტრენდების, არამედ რეალური საჭიროებების მიხედვით.

ყველა პროდუქტი შერჩეულია უსაფრთხოებისა და პრაქტიკულობის გათვალისწინებით. თუმცა ყველა ორსულობა და ყველა სხეული განსხვავებულია.

თუ კონკრეტული სამედიცინო შეკითხვა გაქვს, ყოველთვის გირჩევთ კონსულტაცია გაიარო შენს პირად ექიმთან.

კვება და სწორი არჩევანი

რა თქმა უნდა.

მოგვიყევი შენს მდგომარეობაზე, ბავშვის ასაკზე, კვების გამოცდილებაზე ან იმაზე, რაც გაწუხებს. ჩვენ გეხმარებით სწორი არჩევანის გაკეთებაში — არაფერს გახვევთ თავს.

ბევრი ჩვენი პროდუქტი სხვადასხვა კვების სტილის მხარდასაჭერად არის შერჩეული. თითოეული პროდუქტის გვერდზე დამატებითი სასარგებლო და სწორი გამოყენებისათვის საჭირო ინფორმაციაა მითითებული, თუმცა ყოველთვის შეგიძლია პირადად მოგვწერო.

დიახ. შეკვეთის გაფორმებისას შეგიძლია მიმღების მისამართი მიუთითო.

თუ გსურს, რომ საჩუქარს პირადი შეტყობინებაც დავურთოთ, ეს შეკვეთის კომენტარებში მიუთითე.

ასევე გვაქვს წინასწარ შერჩეული სასაჩუქრე ნაკრებები, რომლებიც რეალურ საჭიროებებს ერგება — არა მხოლოდ ლამაზ შეფუთვას.

არა. შეკვეთის გაფორმება სტუმრის სტატუსითაც შეგიძლია.

ანგარიში უბრალოდ გაგიმარტივებს შეკვეთების თვალყურის დევნებას და განმეორებით შეძენას.

MomLab საქართველოში ოპერირებს და შეკვეთებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აგზავნის.

შექმნილია თანამედროვე დედებისთვის — დედების საჭიროებების და კომფორტის გათვალისწინებით.

სანამ დაგვიკავშირდები

სრულიად გასაგებია.

არ არის საჭირო სწორი სიტყვების პოვნა, სწორი კითხვის დასმა ან ზუსტი ცოდნა იმისა, თუ რა გჭირდება.

გვითხარი რა ეტაპზე ხარ ახლა — დაგეხმარებით მშვიდად, ზედმეტი წნეხისა და განსჯის გარეშე.

ჩვენ ყველაფერს ვითვალისწინებთ, იმისათვის რომ შენ არ მოგიწიოს ზედმეტი ფიქრი.

ყოველთვის სიამოვნებით გიზიარებთ ინფორმაციას და გეხმარებით არჩევანის გაკეთებაში, მაგრამ MomLab არ ანაცვლებს პროფესიონალურ სამედიცინო რჩევას. თუ გაქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონკრეტული კითხვა, გირჩევთ მიმართო ექიმს.

კონტაქტი და დახმარება

კიდევ გჭირდება დახმარება?

შეავსე ფორმა და გაგვაგებინე, როგორ შგვიძლია დაგეხმაროთ. თუ შენი შეტყობინება შეკვეთას ეხება, მიუთითე შეკვეთის ნომერი — ასე უფრო სწრაფად დაგეხმარებით.

არ არის საჭირო ყველაფრის შევსება — უბრალოდ მოგვწერე ის, რაც შეგიძლია.

პასუხი 1–2 სამუშაო დღეში

უმეტესი კითხვების გამოგზავნას ერთი წუთიც არ სჭირდება. არანაირი ავტომატური პასუხები — შენს შეტყობინებას რეალური ადამიანი წაიკითხავს და გიპასუხებს.

Momlab-ის მხარდაჭერა

აქ ვართ, როცა სიცხადე გჭირდება.

შექმნილია თანამედროვე დედებისთვის. ინფორმირებული. მომზადებული. თავდაჯერებული.