უფასო მიწოდება ₾100-ზე ზემოთ · მიწოდება საქართველოს მასშტაბით
დახმარება და მხარდაჭერა

მიწოდების პოლიტიკა

მკაფიო და გულწრფელი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოგიტანთ თქვენს შეკვეთას.

ბოლო განახლება: მარტი 2026
მნიშვნელოვანი დეტალები

ჩვენ გაწვდით შეკვეთებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო საერთაშორისო მიწოდება მალე დაემატება. სამუშაო დღეებში 14:00 საათამდე გაფორმებული შეკვეთები, როგორც წესი, იმავე დღეს იგზავნება. 100 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთებზე მოქმედებს უფასო სტანდარტული მიწოდება.

მიწოდების ვარიანტები და ტარიფები
მიწოდების ტიპი არეალი სავარაუდო ვადა ღირებულება
სტანდარტული მიწოდება თბილისი 1–3 სამუშაო დღე უფასო 100 ლარზე მეტი შეკვეთებზე / 6 ლარი 100 ლარამდე შეკვეთებზე
ექსპრეს მიწოდება თბილისი იმავე დღეს (შეკვეთა 12:00-მდე) 15 ლარი
რეგიონული მიწოდება საქართველოს დანარჩენი ნაწილი 3–5 სამუშაო დღე 10 ლარი
საერთაშორისო მიწოდება მალე შერჩეული ქვეყნები 7–14 სამუშაო დღე გამოითვლება Checkout-ზე

1. შეკვეთის დამუშავება

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 14:00 საათამდე გაფორმებული შეკვეთები მუშავდება და იგზავნება იმავე სამუშაო დღეს. 14:00 საათის შემდეგ, ასევე შაბათ-კვირას ან უქმე დღეებში მიღებული შეკვეთები დამუშავდება მომდევნო სამუშაო დღეს.

შეკვეთის გაგზავნის შემდეგ ელ. ფოსტაზე მიიღებ დადასტურებას და, საჭიროების შემთხვევაში, ამანათის სტატუსის შესამოწმებელ ინფორმაციას.

დამუშავების დრო შესაძლოა ოდნავ გაიზარდოს დატვირთულ პერიოდებში, მათ შორის დღესასწაულებისა და სპეციალური შეთავაზებების დროს. მნიშვნელოვანი შეფერხების შემთხვევაში წინასწარ შეგატყობინებთ.

2. როგორ იგზავნება შეკვეთა

ვთანამშრომლობთ სანდო ადგილობრივ და რეგიონულ საკურიერო კომპანიებთან, რათა შეკვეთა უსაფრთხოდ და დროულად მოგაწოდოთ.

შეკვეთის პროცესი
01
შეკვეთა გაფორმდა
მაშინვე მიიღებ შეკვეთის დადასტურების წერილს ელ. ფოსტაზე.
02
შეკვეთის დამუშავება
როგორც წესი შეკვეთავს რამოდენიმე საათში ვამზადებთ და ვფუთავთ.
03
ამანათი გაიგზავნა
შეკვეთის გამოგზავნისას ელ.ფოსტაზე მიიღებთ დადასტურებას და ამანათის მონაცემებს.
04
ამანათი ჩაბარდა შემკვეთს
შეკვეთა მოგეწოდება შენს მიერ მითითებულ მისამართზე.

3. მიწოდების მისამართი

გთხოვ, შეკვეთის განთავსებისას დარწმუნდი, რომ მიწოდების მისამართი სრულად და სწორად არის მითითებული. MomLab არ აგებს პასუხს არასწორი ან არასრული ინფორმაციის გამო გამოწვეულ შეფერხებაზე ან წარუმატებელ მიწოდებაზე.

თუ შეკვეთის გაფორმების შემდეგ მისამართის შეცვლა დაგჭირდება, რაც შეიძლება მალე მოგვწერე: hello@momlab.ge. შეძლებისდაგვარად ვეცდებით ცვლილების განხორციელებას, თუმცა ამის გარანტიას ვერ მოგცემთ მას შემდეგ, რაც შეკვეთა კურიერს გადაეცემა.

4. შეკვეთის სტატუსი

თუ ამანათის სტატუსის შემოწმება ხელმისაწვდომია, მიიღებ თრექინგ ნომერს და ბმულს, რომლის მეშვეობითაც შეძლებ შეკვეთის სტატუსის ნახვას. ინფორმაცია სტატუსის შესახებ, როგორც წესი, აქტიურდება გაგზავნიდან რამდენიმე საათში.

თუ ინფორმაცია არ ახლდება ან შეკვეთის გაგზავნის დადასტურება 2 სამუშაო დღის განმავლობაში არ მიგიღია, დაგვიკავშირდი.

5. წარუმატებელი მიწოდება

თუ მიწოდების პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება, კურიერი, როგორც წესი, დაგიტოვებს შეტყობინებას და კიდევ ერთხელ ან რამდენჯერმე შეეცდება ამანათის ჩაბარებას. ამის შემდეგ ამანათი შესაძლოა უკან დაგვიბრუნდეს.

  • თუ ამანათი MomLab-ში დაბრუნდება მიწოდების ვერ შესრულების გამო, დაგიკავშირდებით ხელახალი გაგზავნის ორგანიზებისთვის. ამ შემთხვევაში შესაძლოა დამატებითი საფასური მოქმედებდეს.
  • თუ ხელახლა გაგზავნას არ აირჩევ, თანხა დაგიბრუნდება მხოლოდ პროდუქტის ღირებულების ოდენობით. მიწოდების საფასური არ ანაზღაურდება.

6. დაზიანებული ან არასრული შეკვეთები

ყველა შეკვეთას განსაკუთრებული ყურადღებით ვფუთავთ. თუ შეკვეთა დაზიანებული ჩამოვიდა ან რომელიმე პროდუქტი აკლია, გთხოვ, დაგვიკავშირდი მიწოდებიდან 72 საათის განმავლობაში.

მოგვწერე და მიუთითე
  • შეკვეთის ნომერი
  • პრობლემის მოკლე აღწერა
  • დაზიანებული შეფუთვის ან პროდუქტის ფოტოები

საკითხს სწრაფად განვიხილავთ და საჭიროების შემთხვევაში შემოგთავაზებთ ჩანაცვლებას ან თანხის დაბრუნებას.

7. საერთაშორისო მიწოდება

საერთაშორისო მიწოდება ამჟამად განვითარების ეტაპზეა. მისი ამოქმედების შემდეგ მიწოდების ტარიფები და სავარაუდო ვადები Checkout-ზე გამოჩნდება და დამოკიდებული იქნება დანიშნულების ქვეყანაზე.

გაითვალისწინე, რომ საერთაშორისო შეკვეთებზე შესაძლოა მოქმედებდეს საბაჟო მოსაკრებლები, იმპორტის გადასახადები ან სხვა დამატებითი ხარჯები. ეს გადასახადები განისაზღვრება დანიშნულების ქვეყნის მიერ, MomLab-ის კონტროლს არ ექვემდებარება და შეკვეთის ღირებულებაში არ შედის.

გამოიწერე ჩვენი სიახლეები, რათა პირველმა გაიგო საერთაშორისო მიწოდების დაწყების შესახებ.

8. კონტაქტი და მხარდაჭერა

თუ შეკვეთასთან ან მიწოდებასთან დაკავშირებით კითხვა გაქვს, სიამოვნებით დაგეხმარებით. როგორც წესი, ყველა შეტყობინებას 1–2 სამუშაო დღეში ვპასუხობთ.

ელ. ფოსტა: hello@momlab.ge
სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 18:00 (საქართველოს დროით)

დახმარება გჭირდება?

ჩვენი გუნდი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ხელმისაწვდომია, რათა დაგეხმაროს შეკვეთის სტატუსთან, შეფერხებასთან ან მიწოდებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში. როგორც წესი, პასუხს 1–2 სამუშაო დღეში მიიღებ.

hello@momlab.ge
დაგვიკავშირდი